saqarTvelos mdinareebi - lailWala

ტერიტორიული ერთეულები მესტიის მუნიციპალიტეტი
სათავე ლაჰილის მყინვარი
სიგრძე 11 კმ
აუზის ფართობი 59.5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3.7 მ³/წმ

 

მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადი. სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მესტიის მუნიციპალიტეტში. იწყება ლაჰილის მყინვარიდან, ზღვის დონიდან 2425 მ. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 59,5 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 3,7 მ3/წმ.